ერთი ჩემპიონის ისტორია

სენტ მორისი 1948

25 ივნისი 2012

V ზამთრის  ოლიმპიური თამაშები 1948, 30 იანვარი - 8 თებერვალი. სენტ მორისი, შვეიცარია 

სხვა კანდიდატები:

 

  • ლეიკ -პლესედი

სპორტის სახეობათა რაოდენობა : 4

მედლების კომპლექტი :22

მონაწილეობდა 25 ქვეყნის 669 სპორტსმენი (მათ შორის 77 ქალი)

თამაშები გახსნა:  ენრიკო სელიო  - შვეიცარიის პრეზიდენტი   

 

1940 და 1944 წლების ზამთრის თამაშები (ისევე როგორც ზაფხულისა) მეორე მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა, მაგრამ, ზაფხულის ოლიმპიალებისგან განსხვავებით, ზამთრის ჩაუტარებელი თამაშები თავის რიგით ნომრებს არ ინარჩუნებს. ამიტომ 1948 წლის ზამთრის თამაშებს მეხუთე რიგითი ნომერი მიეკუთვნა. 1946 წელს თამაშების მასპინძლობის ორად ორ პრეტენდენტს - ლეიკ-ჰლესიდსა (აშშ) და სანქტ-მორიცს (შვეიცარია) შორის სოკმა ორმში ნეიტრალური შვეიცარიის სამთო კურორტი აირჩია და ასპარეზობის ჩატარება მას დაავალა.

 

ომის შემდგომი პირველი თამაშები ოფიციალურად გახსნა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ენრიკო ცელიომ. 1948 წელს სანქტ-მორიცში, პირველად ზამთრის თამაშების ისტორიაში, ოლიმპიური ცეცხლი აანთეს. ეს პატივი წილად ხვდა შვეიცარიელ ჰოკეისტს, 1928 წლის ზამთრის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს რიკარდო ტორიანის. თამაშების მონაწილე სპორტსმენთა სახელით მანვე წარმოთქვა ოლიმპიური ფიცი. გერმანია და იაპონია, როგორც მსოფლიო ომის ინიციატორები, საასპარეზოდ არ დაუშვეს. ასევე არ მისცეს თამაშებში მონაწილეობის უფლება მათ მოკავშირე იტალიას. ზამთრის თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ დანიის, ჩილეს, ისლანდიის, კორეისა და ლიბანის წარმომადგენლები. პროგრამაში იყო სპორტის 7 სახეობა (სამთო თხილამურობა, თხილამურებით რბოლა, ჩქაროსნული ციგურაობა, ფიგურული ციგურაობა, ბობსლეი, სკელეტონი და ჰოკეი). ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ფრანგმა სამთომოთხილამურემ ანრი ორეიემ, რომელმაც 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი პირველი იყო სწრაფდაშვებასა და ალპურ კომბინაციაში,სლალომში კი IIIადგილზე გავიდა. აქ გამარჯვება შვეიცარიელ ედი რაინალტერს დარჩა. სამთომოთხილამურე ქალთა შორის ამერიკელმა გრეტხენ ფრეზერმა და ავსტრიელმა ტრუდა ბაიზერმა თითო ოქროსა და თითო ვერცხლის მედალი დაიმსახურეს. ფრეზერი იყო პირველი არაევროპელი, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა სათხილამურო სახეობაში.

 

თხილამურებით რბოლაში ყველა საპრიზო ადგილზე სკანდინავიელები გავიდნენ. ამ სახეობაში გათამაშებული მედლების 5 კომპლექტიდან შვედებმა 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ფინელებს 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ხვდათ, ნორვეგიელებს - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. შვედი მარტინ ლუნდსტრიომი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა - მან ჯერ 18-კილომეტრიანი კროსი მოიგო, შემდეგ კი ესტაფეტაშიც გაიმარჯვა თავის გუნდთან ერთად. ფიგურულ ციგურაობაში კაცთა შორის ყველას აჯობა ამერიკელმა რიჩარდ ბატონმა. მან სრულიად ახალი, ურთულესი აკრობატული ილეთებით გაჯერებული პროგრამა წარმოადგინა, რითაც ახალ სტილს დაუდო სათავე. მსგავსი უპირატესობით ზამთრის თამაშებში კაცთა შეჯიბრება არც მანამდე და არც შემდეგ არავის მოუგია: ბატონს ცხრავე მსაჯმა ასპარეზობის ყველა ეტაპზე უმაღლესი შეფასება მისცა. ქალთა შორის პირველი იყო კანადელი მსოფლიო ჩემპიონი ბარბარა ენ სკოტი, წყვილებში კი ჩემპიონები გახდნენ ბელგიელი ფიგურისტები მიშლინ ლენუა და პიენ ბონიე.

 

ჰოკეისტთა ფინალური მატჩი კანადასა და ჩეხოსლოვაკიას შორის ფრედ - 0:0 - დამთავრდა. ორვე გუნდს ფინალამდე ქულების თანაბარი რაოდენობა ჰქონდა, გატანილი და მიღებული შაიბების სხვაობით კი ჩეხოსლოვაკიის გუნდს კანადელებმა აჯობეს და ჩემპიონებადაც ისინი გამოცხადდნენ. წინა წლებში ამ გუნდების შეხვედრების საერთო ანგარიში იყო 52:0 კანადელთა სასარგებლოდ.