მთავარი გვერდი მოგვწერეთ
ENG GEO
 
ორშაბათი 06 სექტემბერი 2010    08:48    
 
 
სიაში დაბრუნება
 
ქართულმა წყვილმა ვანკუვერში ასპარეზობა 22–ე ადგილით დაასრულა
23 თებერვალი 2010
      დღეს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ყინულზე ცეკვების დასკვნითი შეჯიბრება გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის 23 წყვილთან ერთად ქართულმა დუეტმაც იასპარეზა. ქართულმა ოლიმპიურმა წყვილმა ამჯერად თავისუფალ პროგრამაში მოსინჯა ძალები. მსაჯებისგან 63.45 მეასედი ქულა დაიმსახურა, სამივე პროგრამის ჯამში მათ 132,32 ქულა მოაგროვეს, რაც საკმარისი მხოლოდ 22–ე ადგილისთვის აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ოთარისა და ალისონის წყვილი სულ შვიდი თვეა რაც არსებობს და ვანკუვერის თამაშები მათთვის მესამე საერთაშორისო სტარტი იყო. ოლიმპიადაზე ჩვენს წყვილს ბოლო რეიტინგი ჰქონდათ და ტურნირი ბოლოსწინა ადგილით დაასრულეს. მარტის ბოლოს ტურინში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება და იმედი ვიქონიოთ, რომ ოთარი და ალისონი იქ უფრო დამაჯერებლად იასპარეზებენ. აქვე დავძენთ, რომ ვანკუვერის ოლიმპიადაზე იაპონიის სახელით ასპარეზობენ ჯაფარიძის მეწყვილის დედმამიშვილები – კეტი და კრის რიდები, რომლებმაც 17 ადგილი დაიკავეს.
 
წინა შემდეგი
     
 
მთავარი გვერდი | სიახლე | ოლიმპიური კომიტეტი | საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი | ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტები | ოლიმპიური მოძრაობები
ოლიმპიური თამაშები | საქართველოს სპორტსმენები | ოლიმპიური განათლება | სპონსორები | გალერეა | ბმულები | კალენდარი | კონტაქტი
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: © 2009 GEONOC. All rights reserved. Create by RENDER PRODUCTION